1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საქართველოში 30 ათასამდე უვარგისი ვაქცინა გაიხარჯა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია ნათქვამი.

აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც მასშია აღნიშნული, შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა.

„მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები