1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, დანაშაულს აღიარებს

ამაკაცი, რომელმაც მეუღლეს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია – ამის შესახებ შს სამინისტროში განაცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 33 წლის ქალი, ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო.როგორც ხაშურის საავადმყოფოს ექიმები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები