0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, დეველოპერული პროექტის - „ორთაჭალა ჰილსის“ მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, ორთაჭალაში, სულიკო თორთლაძის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიების - „თი-ისთეითისა“ და „მარდიელის“ ერთობლივი დეველოპერული პროექტის - „ორთაჭალა ჰილსის“ მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება.

 

15 სართულიანი პირველი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა - 2024 წელს, 8 სართულიანი მეორე საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა კი 2025 წელს დასრულდება.

 

მრავალფუნქციური პროექტი 10 000 კვ.მ.-ზე განთავსდება და ჯამში 4 საცხოვრებელ ბლოკთან ერთად, კომერციულ სივრცეებს, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.

მაცხოვრებლებისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი: 3 000 კვ.მ ფართობზე გაშენებული რეკრეაციული ზონა, სასეირნო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო სკვერები, ეზო, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი, გასტრო სივრცე, ავტომობილების სამრეცხაო და სილამაზის ცენტრი.

 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, 2024 წლის 20 იანვრამდე, „ორთაჭალა ჰილსში“ ბინის შეძენის შემთხვევაში, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოთ: ერთიანი გადახდის შემთხვევაში, კვადრატული მეტრი სტანდარტული ფასის ნაცვლად - 2700 ლარიდან, შიდა განვადების შემთხვევაში კი 3300 ლარიდან შეიძინოთ.

 

პროექტს დეტალურად გაეცანით ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები