„თეგეტა აკადემია“ - რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი...
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
|
„Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი საირმეში კურორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას მიეძღვნა.
საფესტივალო დღე სასტუმრო „ახალი საირმეში“ ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. გარე სივრცეში წარმოდგენილი იყო მინანქრისა და ვერცხლის ნაკეთობები, ბავშვების ნამუშევრები, ნაქსოვი თოჯინები, ახალგაზრდა ქუთაისელი მხატვრის ირაკლი სვანიძის ფერწერული ტილოები, ქუთაისელი ფოტოგრაფის გიორგი კოკელაძის ფოტოების გამოფენა, თოკით მოწნული სუვენირები და ასევე, გობელენისა და თექის ნამუშევრები.
რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების გაცნობის შემდეგ „Art-გენის“ ერთგულ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, ჯადოსნურ გარემოში საყვარელ ჯგუფებს შეხვედროდნენ. საფესტივალო დღე „ჩვენებურების“, GAGA FRANI-ს, „REGGAEON“-ის, ნიაზ დიასამიძისა და „33ა“-ს ერთობლივმა კონცერტმა დაასრულა.
სოლომონ გოგაშვილი - ფესტივალ „Art-გენის“ ორგანიზატორი, ბენდი „ჩვენებურები“: „ვფიქრობ დღევანდელი დღე შედგა - ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც კონცერტით, ასევე აუდიტორიით. განსაკუთრებული მუხტი მოდიოდა მათგან. საირმეში ისეთი გარემოა, შეუძლებელია, ადამიანი არ დატკბეს, პირველ რიგში, ბუნებით და შემდეგ ასეთი არაჩვეულებრივი მუსიკით. ძალიან სასიამოვნო საღამო შედგა და ვფიქრობ, ერთგვარ ტრადიციად შეიძლება ვაქციოთ „Art-გენისა“ და „ახალი საირმის“ ერთობლივი შეთავაზება სპეციალურად საირმის სტუმრებისთვის“.
GAGA FRANI - ფესტივალ „Art-გენის“ ორგანიზატორი: „ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა - თითქოს ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ სპონტანურობით სავსე და ბუნებასთან შერწყმული. „33ა“ წვიმაში რომ წვიმას უმღერის, სიყვარულს ქადაგებს და დღე ამით რომ სრულდება, ძალიან დიდი ბედნიერებაა“.
ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას. „Art-გენი“ სასტუმრო „ახალ საირმეში“ წელს პირველად გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბაღდათისა და ქუთაისის რაიონებიდან სხვადასხვა თაობის საინტერესო შემოქმედი აღმოაჩინა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, გამორჩეული ქართველი მუსიკოსების მოსასმენად აქცია-კონცერტზე 400-ამდე სტუმარი შეიკრიბა.
დავით ბეროზაშვილი - სასტუმრო „ახალი საირმის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა „Art-გენისათვის“, რომელიც ნამდვილი ქართული მუსიკალური და შემოქმედებითი დღესასწაულია. ეს ჩვენთვის პირველი მასშტაბური ფესტივალი იყო და მიხარია, რომ ახალი საირმის გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. რაც მთავარია, მიუხედავად წვიმისა, ფესტივალმა შესანიშნავად ჩაიარა - ძალიან ბევრ საინტერესო შემოქმედთან, ასევე პოზიტიურ და გახარებულ მსმენელთან ერთად“.
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „Art-გენი“ წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი რეგიონული ტურნეს შემდეგ, ივლისის ბოლოს, ტრადიციულად თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდება.
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თ...
თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა ციფრულ არხებში. ამჯერად სიახლეა ბიზნეს მობაილ ბანკში, სადაც გადარიცხვების განხორციე...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები