2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ჩემს შვილს ნიკუშას 1 საათში დაუდგინეს ღორის გრიპის დიაგნოზი… ეს ლაბორატორია ძალიან გვეხმარება” – მიხეილ სააკაშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტს აქვეყნებს:

"რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო 1996 წლიდან. ერთხელ სენატის სასადილოში დამპატიჟა სადილზე ამ ძალიან ცნობილმა სენატორმა (მაშინ უბრალოდ პარლამენტის წევრი ვიყავი) და საუბარი ჩამოვარდა მის გეგმებზე გაეკეთებინა ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორია რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ვირუსებს შეებრძოლებოდა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან და უნდოდა ლაბორატორიის მოსკოვთან სადმე ახლო აშენება.

მე შევთავაზე იდეა, რომ ეფიქრა პროექტის საქართველოში გადმოტანაზე. როდესაც პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავედი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით, ლუგარი რამდენიმე სენატორთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე სასტუმრო mayflower-ში და იქ მან გამახსენა ჩემი რეკომენდაცია და მითხრა რომ უკვე სერიოზულად ფიქრობს ლაბორატორიის საქართველოში გადმოტანას ვინაიდან რუსეთში უკვე პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში და პრობლემების შექმნა დაიწყო. სულ მალე გამოიყო ფული და ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო აეროპორტის მახლობლად. 

დგილი მე შევარჩიე, ვინაიდან ახალ ტერმინალს ვაშენებდი და მინდოდა მის მახლობლად თანამედროვე შენობები ყოფილიყო (იქვე თურქებს ვაშენებინებდი შავი ზღვის უნივერსიტეტს) რამდენს გვლანძღავდნენ ადგილობრივი ოპონენტები და რუსები რას არ იგონებდნენ ამ ლაბორატორიაზე, მაგრამ დღეს საქართველოს უკვე მთელს რეგიონში ვირუსების დამდგენი ყველაზე თანამედროვე ცენტრი, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.


 შარშან მაგალითად ჩემს შვილს ნიკუშას 1 საათში დაუდგინეს ღორის გრიპის დიაგნოზი, რამაც საშუალება მოგვცა დროულად დაგვეწყო სწორი მკურნალობა.ლუგარის ლაბორატორია არის კლასიკური მაგალითი რუსული პროპაგანდის და ქოცების ტყუილების, რომლებმაც ვერ აგვაღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე. დღეს ეს ლაბორატორია ძალიან გვეხმარება ნებისმიერი ახალი ვირუსის წინააღმდეგ დაცვაში."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...

  • 13:32

    სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწ...

    ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.  ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...

  • 14:04

    პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...

        🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...

  • 12:08

    ,,მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგა...

    ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ   მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...    მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...

  • 11:39

    არა რუსეთს ❌ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან...

    ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌    საქართველოს გზა ევროპაშია ✊   პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...

  • 12:23

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა...

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.    „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...