1 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყოველდღე ყველაზე მაღალი CashBack | ლიბერთის ლოიალობის პროგრამას უკვე 500-ზე მეტი მეგობარი ობიექტი ჰყავს

‘CashBack’ ლიბერთი ბანკის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამა ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის, ბანკმა 2019 წლის ბოლოს წარადგინა და მას შემდეგ, სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, მეგობარ ობიექტებში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც ხორციელდება გადახდა. ანგარიშზე დაბრუნების გარდა, CashBack-ით დაბრუნებული თანხის ავტომატურად დაგროვება ლიბერთის საანაბრო პროდუქტის საშუალებით ‘ყულაბით’ არის შესაძლებელი.

CashBack დღეისათვის უკვე 500-ზე მეტ მეგობარ ობიექტებს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქსელურ ბრენდებთან დამეგობრების გარდა, ქართული სტარტაპ კომპანიების ხელშეწყობაა. 2023 წლისთვის კი რეგიონებში გაფართოება ლიბერთის პროგრამის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.

‘ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველდღე ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნებაზე ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს. პანდემიის პერიოდში, მეგობარი კომპანიების რაოდენობა ბუნებრივია შემცირდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გუნდის ერთობლივი ძალისხმევით  იმ მეგობარი ობიექტების რაოდენობამ, სადაც ლიბერთის ბარათის მომხმარებლებს CashBack-ით სარგებლობა შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 500-ს გადააჭარბა. ბანკის ლოიალობის მიმართულებით, ეს შედეგი კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად, მნიშვნელოვანი და საამაყოა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბიზნესის ჩართვას ლოიალობის პროგრამაში - განსაკუთრებით, რეგიონებისა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით’ - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

CashBack-ის მისაღებად ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეუძლია გადმოწეროს აპლიკაცია: CashBack 365 ან ისარგებლოს ვებგვერდით www.cashback.ge, გაიაქტიუროს სასურველი ობიექტის შეთავაზება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, შეთავაზებით განსაზღვრული თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოს იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. სასურველი ობიექტის, პროდუქტის და მომსახურების პოვნა მარტივად - კატეგორიის, ქალაქების, ან საძიებო სიტყვების საშუალებით არის შესაძლებელი. შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, მომდევო 1 თვის განმავლობაში CashBack შერჩეული ობიექტის ნებისმიერ ფილიალში ყოველი გადახდისას ავტომატურად ბრუნდება. CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.

მუდმივ შეთავაზებებთან ერთად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა მეგობარ ობიექტებთან ერთად მასშტაბური აქციებით გამოირჩევა.  ამჟამად, საახალწლო 60%-მდე CashBack აქციისთვის სხვადასხვა კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს მზადება. აქციის შესახებ ინფორმაცია CashBack-ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით რამდენიმე დღეში გავრცელდება: https://www.facebook.com/cashback.ge/

CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა -500-ზე მეტ შეთავაზებას, ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები