0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავში დაჭრილი პატიმარი, გურამ სვანიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.  ის რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სვანიძე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ციხის ადმინისტრაციამ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. საგამოძიებო უწყებამ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გასროლაა ასახული.

თუმცა, პატიმრის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კადრები, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა, დადგმულია და რომ უწყებაში, გამოძიების დასაწყისში სხვა ვიდეო ჩანაწერი აჩვენეს. მათივე თქმით, კადრებში ასახული პიროვნება სინამდვილეში გურამ სვანიძე არაა, რადგან მისი აღნაგობა განსხვავებულია.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები