0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სები-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.

„სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტია სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება.

როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რომელმაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას. მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების სამ წლამდე ვადის შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები