0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფო დახმარების ექიმები პროტესტვისთვის ემზადებიან - დღეს, 13:00 საათზე, ბრიგადის ექიმები და მძღოლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ

 27 მაისს, 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ. 

ექიმები  ხელფასების  მატებას და  ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.  ისინი გაფიცვისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან, ექიმები ამ დრომდე, არაერთხელ შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თუმცა იმის გამო, რომ მათგან დამაიმედებელი პასუხი ვერ მიიღეს, დღეს, 13:00საათზე, ყველა მათგანი გარეთ გამოსვლას აპირებს.

სასწრაფო დახმარების ექიმებს 24 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა შეუსვენებლად და ანაზღაურება გაწეულ შრომასთან შედარებით, მინიმალური აქვთ. აქციის შესახებ ანონსი დაიდო პროფკავშირების ფეისბუქ გვერდზეც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

📢 27 მაისს, 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ. 

 

👩‍⚕️👨‍⚕️ ექიმები  ხელფასების  მატებას და  ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. 

 

🗣 წევრმა ორგანიზაციამ პროფკავშირების გაერთიანებას იურიდიული და სხვა არსებული რესურსით დახმარების თხოვნით მიმართა.  

 

🤝 პროფკავშირების გაერთიანება მზად არის მისი წევრი ორგანიზაციის –  მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის და მისი წევრების მხარდასაჭერად.

 

👥 მივიჩნევთ, რომ დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავარი პრიორიტეტია და მზადყოფნას  გამოვთქვამთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და რესურსი, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები