0 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

 გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კუკულაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი, ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა.

 ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები