2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი

1.  იგი თავგადასავლების მოყვარულია - მასთან არასოდეს მოიწყენთ და ყოველთვის გექნებათ მიზეზი გასამხიარულებლად.

2. ასხივებენ ოპტიმიზმს - არც ერთი ვერძი, არასოდეს აღიარებს წაგებას. მათი ოპტიმიზმი და ბრძოლის ნიჭი გადამდებია.

3. ვერძი პოზიტიურია - ბავშვივით უხარია ყველაფერი. მისი ინფანტილიზმი გადამდებია.

4. საშინლად ერთგულია - თუკი მიგიღო და შეგიყვარა, შენ გამო მთელ სამყაროს დაუპირისპირდება.

5. არ უყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბრები - არასოდეს წაგეპირფერება ქულების ჩასაწერად. მოგახლის თუკი რამ სათქმელია. სამაგიეროდ, ზურგს უკან მისგან ინტრიგებს ნუ ელი.

6. დამოუკიდებელია - არასოდეს შეგაწუხებს წუწუნით საკუთარ პრობლემებზე.

7. შეგიძლიათ ენდოთ - ვერძი არასოდესაა ჭორიკანა.

8. გულუხვია - შეუძლია უყოყმანოდ დახარჯოს თანხა მეგობრებისთვის.

9. ამბიციური და ამაყია - მისი ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის თქვენც გაძლევთ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

10. უბოროტო და კეთილია - ბრაზს და წყენას წამის მეასედში ივიწყებს. მისგან სამაგიეროს არასოდეს უნდა ელოდოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები