0 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"მე უნდა ავწონ-დავწონო,“ - ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე

  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

ილია ელოშვილმა ენერგეტიკის მინისტრთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მინისტრია.

„სამინისტროს ჰყავს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი. მე ვიტყოდი ალბათ, ამ სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ის ჯერ არსად წასულა, ასრულებს თავიდან ბოლომდე თავის ფუნქციებს და ამაზე საუბარი ნაადრევია. არ შემოუთავაზებიათ და ვიფიქრებ ნამდვილად. არ ვამბობ რომ უარს ვიტყვი, ნამდვილად დავფიქრდები. მე ოთხი წელია მოადგილის პოსტზე ვარ, ძალიან კარგად ვიცი რა გამოწვევებია, რა სირთულეებიც ახლავს ამას და ნებისმიერი თანამდებობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ასე ხელაღებით ვერ გეტყვით, მე უნდა ავწონ-დავწონო,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები