0 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შესაძლოა კიდევ ორი ინფექციური დაავადების აფეთქება მოხდეს – ჯანმო

ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინაციის სამსახურის შეფერხებამ, შესაძლოა, ისეთი ინფექციური დაავადებების აფეთქება გამოიწვიოს, როგორებიც არის წითელა და პოლიომელიტი, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

„COVID-19-ის პანდემიის შედეგად, იმუნიზაციის სამსახურის მუშაობის შეჩერება ისეთი დაავადებების აფეთქების რისკს ზრდის, რომელთა არიდება ეფექტური ვაქცინების გარეშე შეუძლებელია. წითელას აფეთქებას 2019 წელს კონგოში 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა 

​ დაავადებათა აფეთქებები საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდნენ, მაშინ როდესაც გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები. მაშინ როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობს, არ უნდა დავმარცხდეთ იმ დაავადებებთან ბრძოლაში, რომელთა არიდება ვაქცინით არის შესაძლებელი. ეს დაავადებები დაბრუნდება, თუ მათ საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ ჩავატარებთ”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები