1 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლანჩხუთში მოზარდი დაიღუპა - ავტომანქანას საბურავი მოძვრა და სკოლიდან შინ მიმავალ ბიჭს დაეჯახა

15 წლის მოზარდი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში. შემთხვევა ცენტრალური მაგისტრალის ქვიანის მონაკვეთზე მოხდა. მოძრავ სატვირთო ავტომანქანას საბურავი მოძვრა და სკოლიდან შინ მიმავალ ბიჭს დაეჯახა.

დაშავებული ლანჩხუთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა 15 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები