0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თანამედროვე რუსებისა და ქართველების ურთიერთობა

ჩამოტვირთვა

საქართველოს როგორც ტურისტული ცენტრის რეკლამირებამ შედეგს მიაღწია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2012 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას უკვე ეწვია მილიონ სამასი ათასამდე ტურისტი. რუსი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად ჩვენი ქვეყანა არც რუსი ტურისტების ნაკლებობას განიცდის. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან 104 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა. დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის მქონე 2 ქვეყნის მოქალაქეთა კარგ ურთიერთობაზე აქცენტი საინფორმაციო სააგენტო როიტერსმაც გააკეთა. საქართველოს შესახებ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში როიტერის ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს რომ რუსებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის შიში არ აქვთ. თანამედროვე რუსებისა და ქართველების მეგობრობაზე სხვა მრავალი ფაქტიც მეტყველებს, საკმარისია გავიხსენოთ რუსი გოგონა ანა კოროზეინიკოვა, რომელმაც ერთი წლის წინ სამშობლო მიატოვა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა. 1 თვის წინ საქართველოს ლეგენდარული რუსული როკჯგუფი დდტ ეწვია, მთაწმინდაზე გამართულ კონცერტს თითქმის ნახევარი თბილისი ეწსრებოდა. „ნუ დაუჯერებთ პოლიტიკოსებს, ხალხი სხვაგვარად ფიქრობს, რუსებს ძალიან გვიყვარს ქართველები“-ეს გახლდათ პირველი რაც სცენაზე გამოსვლისას დდტ-ს სოლისტმა იური შევჩუკმა წარმოთქვა. როგორც ჩანს ქართული მუსიკისა და ხელოვნებისადმი ინტერესი არც რუსებს განელებიათ. მაგალითისთვის 2012 წელს გადაღებული რუსული ფილმი ჩემი შეშლილი ოჯახიც კმარა, რომლის ერთ-ერთი საუნდტრეკიც ქართული ხალხური სიმღერა დანამა დანამა გახლავთ. აღსანიშნავია ისიც რომ ეს ფილმი რუსეთში წლის ბესტსელერად იქცა და მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი გუჯა ბურდული თამაშობს. 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთ საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული ტურისტები რაოდენობა არ შემცირებულა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოში 2009 წელს- 127937, 20010ში - 170584, 2011წელს კი 278458 ტურისტი შემოვიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები