0 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰააგაში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი სანდრო გრიგოლია დაკავებულია

ჩამოტვირთვა

ჰააგაში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი სანდრო გრიგოლია დაკავებულია. 19 წლის ეჭვმიტანილი თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიის პოლიციის ოფიციალური საიტი და ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებენ. სანდრო გრიგოლიას ექსტრადიციის დეტალებზე ჰოლანდიელი სამართალდამცველები ქართულ მხარესთან კონსულტაციებს აწარმოებენ. თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა ჰააგის პოლიციამ გუშინ გაავრცელა. მასალაში ჩანს, რომ 25 აპრილს მაღაზიაში გრიგოლია და მისი თანამზრახველი შედიან და გამყიდველთან ერთად არჩევენ ნივთებს. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ კი მძარცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით მუქარით ფული და ოქრო მოითხოვეს. სავარაუდოდ, მალევე გაისროლეს. რამდენიმე ტყვია იუველირს მოხვდა. მაღაზიის 47 წლის მეპატრონე საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები