0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ტერაქტი 2011 წლის თავდასხმებთან დააკავშირეს

ჩამოტვირთვა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა დნეპროპეტროვსკში სამი დღის წინ მომხდარი ტერაქტი ქალაქში 2011 წელს განხორციელებულ თავდასხმებთან დააკავშირეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცნობა დაადასტურა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმაც. ვადიმ გორინის თქმით, მომხდარ თავდასხმებში ერთი და იგივე ხელწერა შეინიშნება. ამ დროისთვის გამოძიება ოთხ ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მედიასთან არცერთი არ ხმაურდება. გამოძიებამ უკვე ეჭვმიტანილების ფოტორობოტებიც გამოაქვეყნა. დნეპროპეტროვსკში უსაფრთხოების ზომები ისევ მაქსიმალურად გამკაცრებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები