1 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" ჩემს გონებას კიდევ შეუძლია წინააღმდეგობების დაძლევა, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ხვდება, რომ დამშვიდობების დროა"-ასე დაემშვიდობა კობი ბრაიანტი კალათბურთს

კობი ბრაიანტის წერილი კალათბურთიდან წასვლის წინ:

"ჩემო ძვირფასო კალათბურთო, იმ მომენტიდან როცა მამაჩემის წინდებს ბურთად წარმოვიდგენდი და ჩემს წარმოსახვაში "ლეიკერსის" ძველ არენაზე კალათში გამარჯვების ბურთს ვაგდებდი, ერთ რამეს მივხვდი... მე შენ მიყვარხარ! ყველაფერი მოგეცი... ჩემი გონება, სხეული და სული. გვირაბის ბოლო არასდროს არ დამინახავს.


 მე მხოლოდ იმას ვხედავდი თუ როგორ გამოვრბივარ ამ გვირაბიდან. ასე რომ, მე დავრბოდი... დავრბოდი წინ და უკან მოედანზე და ყოველი ბურთისთვის ვიბრძოდი შენი გულისთვის. შენ სრულ თავდადებას ითხოვდი, მე კი ჩემი გული გაჩუქე და სანაცვლოდ გაცილებით მეტი მივიღე. ამ პერიოდში განცდილი ტკივილისა და დაღლილობის დაძლევა გამოწვევა არ ყოფილა, ეს იყო შენი თხოვა, რომელსაც მე სიამოვნებით ვასრულებდი. იმიტომ რომ შენთან ერთად მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.


 შენ ექვსი წლის ბიჭს "ლეიკერსზე" ოცნება აუხდინე, რის გამოც ყოველთვის მეყვარები. თუმცა, ეს სეზონი უკანასკნელი რამაა, რისი მოცემაც მე შენთვის შემიძლია. ჩემს გულს კიდევ შეუძლია სიყვარული, ჩემს გონებას კიდევ შეუძლია წინააღმდეგობების დაძლევა, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ხვდება, რომ დამშვიდობების დროა.


 მე მზად ვარ გაგიშვა, მაგრამ მინდა, რომ დარჩენილი მომენტებით ერთად დავტკბეთ. ერთმანეთს რაც შეგვეძლო ყველაფერი მივეცით. რაც არ უნდა ვაკეთო მომავალში, ორივემ ვიცით, რომ მე მაინც იმ 6 წლის ბიჭად დავრჩები რომელიც მამის წინდებს ოთახის კუთხეში მდგომ ურნაში აგდებდა... მე შენ ყოველთვის მეყვარები. შენი კობი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები