0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

+18 პოპულარობისთვის გაშიშვლებული ვარსკვლავები და ეროტიკა კლიპებში

ჩამოტვირთვა

უამრავი მომღერალი საკუთარი პოპულარობისა და კომერციული წარმატებისთვის ყველაფრისთვის მზადაა. ისინი ხშირად შიშვლდებიან ალბომის ყდაზე, რათა დიდი ტირაჟით გაიყიდოს მათი ნამუშევარი, იხდიან კლიპებში, რადგან იციან, ასე უფრო მეტი მაყურებელი ეყოლებათ და მნიშვნელობა არ აქვს გაკიცხავენ თუ არა მათ, მთავარია ის, რომ ვარსკვლავები პოპულარობის ზენიტში იქნებიან. გარდა სიშიშვლისა, ვარსკვლავები არც ეროტიულ სცენებს ერიდებიან კლიპებში. თუმცა ასეთი მუსიკალურ რგოლებზე ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არაა, შესაბამისად, ეროტიკული კლიპები მცირეწლოვანებისთვისაც ხელმისაწვდომია. პოპულარობისთვის თავდადებული შოუბიზნესის ანტიგმირი ლედი გაგა საკუთარ კლიპებში არ ერიდება თამამ ნაბიჯებს, რაც მის ჩაცმულობაში, მაკიაჟში, კლიპების შინაარსში, ქცევასა და სიმღერის ტექსტებში გამოიხატება. ექსცენტრიულ მომღერალს სწორედ ასეთი „ანტიგმირის“ იმიჯი გამოარჩევს სხვებისგან. რაც შეეხება ვარსკვლავების სიშიშვლეს ალბომის ყდებზე, ამ ნაცადმა მეთოდმა არაერთხელ გაამართლა, ამიტომ მომღერლები არა თუ თანხმდებიან პოპულარობისთვის გაშიშვლებას, არამედ თვითონ იჩენენ ინიციატივას, რომ მათი სხეულის ინტიმური ადგილები ამშვენებდეს ალბომის ყდას. მათ რიცხვში შედის სკაი ფერეირა, კრისტინა აგილერა, ჯონ ლენონი და ოიკო ონო, პრინცი, ბიორკი, ჯგუფი „Red Hot Chili Peppers,“ მერლინ მენსონი, აის თი, დევიდ ბოუი, ერიკ ბანა და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ მათგანს თამამი ყდების გარეშეც ჰყავს მსმენელი და ალბომის პოპულარობა გარანტირებულია, მაინც არ ერიდებიან სიშიშვლეს, რადგან ალბომის მაღალტირაჟიანობასთან ერთად ისინი საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ განსხვავებულნი არიან და არასდროს არ ეშინიათ ექსპერიმენტებისა თუ სხვა კიდევ უამრავი თამამი ნაბიჯის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები