0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ნევროლოგიური დავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის მედიკამენტები დაემატება, – ამის შესახებ დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მოსახლეობისთვის გაიაფებული მედიკამენტი დიდი შეღავათი იქნება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

სერგეენკოს თქმით, მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ 35 მედიკამენტით ისარგებლებს, თუმცა შემდგომ ეტაპებზე მისი 60 მედიკამენტამდე გაზრდა იგეგმება.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ის ვრცელდებოდა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ. 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონერებსაც შეუძლიათ.

პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი).

პროგრამით დღემდე 41 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები