0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სომხეთი საქართველოსგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს – ზურაბ გურული

 ექიმის, ზურაბ გურულის სოციალურ ქსელსში წერს, რომ  სომხეთი საქართველოსგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს. 

 „ერთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად რომ გააჟღეროს უნდობლობა მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ, ეს წარმოადგენს ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებას.მართალია ის, თუ მტყუანი, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 

თუ იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე ისევ რჩება და წარმართავს ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკას, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი და კოლეგები ენდობიან მის ავტორიტეტს.

შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ეჭვქვეშ აყენებს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობასა და გამჭვირვალობას, არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას, მით უმეტეს, რომ მას უკვე მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა ამ ეჭვისა და კრიტიკის გამო.მარტივია“-წერს ზურაბ გურული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები