0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირანში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები

ჩამოტვირთვა

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 3400-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის ირანის პარლამენტის 290 მანდატის მოსაპოვებლად. რეფორმატორთა უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამომრჩეველთა მაღალ აქტიურობას მოელის, რაც, მისი თქმით იქნება ”მორიგი სილა დასავლეთისთვის”. ანალიტიკოსთა აზრით, ხამენეის მომხრეები წარმატებას მიაღწევენ. ისინი აკრიტიკებენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს იმისათვის, რომ მან ვერ შეძლო ირანის ეკონომიკის აღორძინება. ირანში 48 მილიონამდე ამომრჩეველია. ხელისუფლება მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო რადიო და ტელევიზია ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და განუწყვეტლივ შეახსენებს მათ, რომ ეს რელიგიური მოვალეობაა. საპარლამენტო არჩევნები ირანში პირველი არჩევნებია 2009 წელს აჰმადინეჟადის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან, რამაც თავის დროზე დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები