0 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შავი ზღვა გაიყინა

ჩამოტვირთვა

უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე პოლონეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან შავი ზღვა ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზე გაიყინა. ქერჩი, ევპატორია, ოდესა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტერიტორიისა, სადაც ნაპირთან ზღვა მთლიანად გაყინულია, ხოლო დაახლოებით ასი მეტრის სიშორეზე მცირე ზომის აისბერგების დანახვაც კი არის შესაძლებელი. არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, უკრაინის ყველა პორტი 15 თებერვლამდე გემებისთვის დაიხურა. იგივე სურათია რუმინეთსა და ბულგარეთში, სადაც ყინულის სისქე ზღვის ნაპირთან თითქმის 40 სმ-ს აღწევს. დახურულია რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტი - კონსტანცა. რუმინეთშიც და ბულგარეთშიც საფრთხე „ფორთოხლისფერი“ და „ყვითელი“ კოდებით გამოაცხადეს. მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია და ბოლოს დაახლოებით 30 წლის წინ, უფრო ზუსტად, 1977 წელს მოხდა, როცა ოდესის ნაპირებთან შავი ზღვა გაიყინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები