0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთში მკერდის ინპლანტანტების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებლები დააკავეს

ჩამოტვირთვა

საფრანგეთში მკერდის ინპლანტანტების მწარმოებელი კომპანია „პიაიპის“ დამფუძნებლები დააკავეს. მათ თვეების განმავლობაში ინტერპოლი ეძებდა, საბოლოოდ პოლიციამ მათ კვალს მიაგნო. ფრანგული კომპანია ”პი-აი პი” სილიკონის ინპლანტანტების წარმოებით ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სამეულში შედიოდა, მისი პროდუქციის 90 პროცენტი კი ექსპორტზე 66 ქვეყანაში გაჰქონდათ. სკანდალი კი მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია უხარისხო და სიცოცხლისთვის საშიშია. წელიწადნახევრის წინ საფრანგეთში ჯანმრთელობისთვის საშიში ათობით ათასი მკერდის იმპლანტანტი გაანადგურეს. უკვე დადასტურდა ინფორმაცია ლეტალური შემთხვევების შესახებ. 2 ქალბატონი კანისა და ლიმფური ქსოვილების სიმსივნით დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები