0 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბერძნეთში პიკასოს ნახატი მოიპარეს

ჩამოტვირთვა

საბერძნეთის ნაციონალური მუზეუმიდან სამი შედევრი მოიპარეს. ერთ-ერთი პაბლო პიკასოს ტილო "ქალის თავია", რომელიც არა მხოლოდ მუზეუმისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. ეს ნახატი პიკასომ 1939 წელს შექმნა და 10 წლის შემდეგ, 1949 წელს საბერძნეთს პატივისცემის ნიშნად გადასცა. პიკასოს გარდა, მუზეუმიდან გაიტაცეს აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ჰოლანდიელი მხატვრის, პიტ მონდრიანის 1950 წელს დახატული ტილო და იტალიელი კაჩის XVII საუკუნის ნახატი. როგორც საბერძნეთის პოლიცია აცხადებს, ქურდებმა სიგნალიზაციის გაუმართაობით ისარგებლეს. ისინი შენობაში აივნიდან გადაძვრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები