1 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაშარ ასადმა რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ მოსახლეობას მიმართა

ჩამოტვირთვა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა, რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, მოსახლეობას საჯაროდ მიმართა. სირიის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მარტში რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც ქვეყნის "სრულიად ახალ კონსტიტუციას" გაიტანენ. ამასთან, მისი თქმით, სირიაში არაუგვიანეს ივნისისა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელიც მრავალპარტიულობის პრინციპზე იქნება აგებული. სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვება ამბოხებულების წინააღმდეგ სულ ახლოსაა. ბაშარ ასადმა უცხოეთის ძალები შეთქმულებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. "გამარჯვება ახლოსაა. უცხოეთის ძალებმა აქ დასაყრდენი ვერ იპოვეს. რეგიონული და საერთაშორისო ძალები ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას", - განაცხადა ასადმა, რომლის მიმართვაც ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-მ პირდაპირ ეთერში გადასცა. ბაშარ ასადმა თავის გამოსვლაში გაერო-ს მუშაობაც გააკრიტიკა, რომლის მონაცემებითაც, ბოლო 10 თვის მანძილზე სირიაში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა. სირიის პრეზიდენტმა გაკვირვება გამოთქვა ასევე, არაბული ქვეყნების ლიგის მიმართ. "ჩვენ გაკვირვებულები ვართ იმით, რომ არაბები სირიას მხარს არ უჭერენ", - განაცხადა ბაშარ ასადმა. სირიაში ამჯერად არაბულ ქვეყანათა ლიგის 165 დამკვირვებელი მუშაობს, რომლის მიზანი დამასკოს მიერ სამშვიდობო დარეგულირების გეგმის შესრულების კონტროლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები