1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Victoria’s Secret-ი წარმოებაში ბავშვთა მონურ შრომას იყენებს

ჩამოტვირთვა

სააგენტო Victoria’s Secret, რომელიც თეთრეულის მოდის სამყაროში მოწინავეა, ბურკინა-ფასოში არასრულწლოვანთა შრომის გამოყენების გამო, ხმაურიან სკანდალში გაეხვა. Victoria’s Secret-ის ნაწარმში ხშირად გამოიყენება ნატურალური ბამბა, რომლითაც სააგენტოს ეს აფრიკული სახელმწიფო ამარაგებს. ბურკინა-ფასოში ბამბის მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის მონაცემებით, სააგენტო ბამბას იმ მწარმოებლებისგან ყიდულობს, რომლებიც არასრულწოვან, იაფ მუშახელს იყენებს. ცოტა ხნის წინ, ამ ქვეყანაში სააგენტო Bloomberg-ის რეპორტიორი ჩავიდა, რომელმაც პრობლემა ადგილზე შეისწავლა. 6 კვირის განმავლობაში ჟურნალისტი ფერმის გვერდით ცხოვრობდა, სადაც ბამბას აწარმოებდნენ და ხედავდა, როგორ აგზავნიდნენ ბავშვებს ყოველდღე სკოლის ნაცვლად, ბამბის პლანტაციებში. მუშაობის დროს ბავშვებს ხშირად ცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. Victoria’s Secret-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აღნიშნულ ანგარიშს არ იცნობს. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ პრობლემას დეტალურად შეისწავლიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები