1 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკული კომპანია უალკოჰოლო ვისკის წარმოებას იწყებს

ჩამოტვირთვა

ამერიკული კომპანია ArKay Beverages, ალკოჰოლის ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოვიდა, რომლის სარეკლამო სლოგანი ასე ჟღერს - ”არ დალიო და არ დაჯდე საჭესთან, თუ არ სვამ ArKay-ს”. ArKay-ში ალკოჰოლის შემცველობა 0%-ია, თუმცა მისი შექმნელები ირწმუნებიან, რომ მათი სასმელის არომატი ჩვეულებრივი ვისკისგან არ განსხვავდება. პროდუქტი კონკრეტული მიზნით შეიქმნა. ის განკუთვნილია მათთვის, ვინც ჯანმრთელობის გაუარესების, მრწამსის, ან სხვა მიზეზის გამო ალკოჰოლს ვერ მოიხმარს. გარდა ამისა, ახლა ყველა მძღოლს შეუძლია რამდენიმე ჭიქა ვისკის შემდეგ თავისუფლად მიუჯდეს საჭეს და ალკოჰოლის მიღების გამო არ დაჯარიმდეს. უალკოჰოლო ვისკი 1 დეკემბრიდან გაიყიდება და 1 ლიტრის ფასი 10 აშშ დოლარი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები