1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედამ ორი შვილი მოკლა და თავი მოიკლა

ჩამოტვირთვა

ინტერნეტში უკვე გავრცელდა იმ ქალის ფოტოები, რომელმაც ორი შვილი სიცოცხლეს მაშინ გამოასალმა, როდესაც ქმარი მივლინებით სკანდინავიაში იმყოფებოდა. შემთხვევა ინგლისში მოხდა. კლაუდია ოკეს გრინმა ორ შვილს ყელი გამოჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. 13 წლის ვაჟის, 9 წლის გოგონასა და 44 წლის დედის გვამები, 23 თებერვალს, მათივე სახლში, აღმოაჩინეს. ოჯახის ახლობელის თქმით, ბავშვების დედა ბოლოს იანვარში ნახა. ქალი თავს ცუდად გრძნობდა. კლაუდია საკუთარ სამსახურსა და უფროსი შვილის ავადმყოფობაზე წუხდა. მეგობარმა ქალმა მას ექიმთან წასვლა ურჩია, რაზეც 44 წლის გრინს გაეცინა. უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე გარდაცვლილი მეგობარმა მის მოტოტნიკოვმა ნახა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კლაუდია კარგად გამოიყურებოდა და საეჭვო ვერაფერი შენიშნა. ამ საზარელი ფაქტის ახსნა უჭირს გარდაცვლილების მამასა და ქმარს. იან ოკეს გრინი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მეუღლე და შვილები ძალიან ენატრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები