1 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

SAP Discovery Day - საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდის მასშტაბური ღონისძიება Soft Motion-ის მხარდაჭერით გაიმართა

 

თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება SAP Discovery Day გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, გერმანული კომპანიის SAP-ისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ბიზნესისთვის გამოცდილებების გაზიარება.  

ღონისძიების მხარდამჭერი და მთავარი წარმდგენი Soft Motion საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორია. Soft Motion-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში SAP-ის პროდუქტების ეფექტიანობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.  

Soft Motion ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი, სერთიფიცირებული კადრებით  და აქვს შესაძლებლობა, მართოს სრული ციკლი -  პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა.

ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი: „SAP Discovery Day შემეცნებითი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც SAP-ის პროდუქტებთან მიმართებით წარმატებულ პროექტებსა და გამოცდილებებზე ვისაუბრეთ. ძირითადი აქცენტები SAP ERP-ზე, მის მარკეტინგულ და HR შესაძლებლობებზე გაკეთდა. საინტერესო ფორმატში გადავწყვიტეთ პრაქტიკების გაზიარებაც - ჩვენი სპიკერებისა და კომპანიების წარმომადგენლების ერთობლივი გამოსვლებით ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ სტუმრებს SAP-ის პროდუქტების შესახებ. პრეზენტაციების ამ ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა, ორივე მხარისთვის გვეჩვენებინა პროცესების მიმდინარეობა და მისი შედეგები“.

ღონისძიების სტუმრებს SAP-ის შესაძლებლობებზე ინფორმაცია Soft Motion-ის გუნდის სხვა წევრებმაც გაუზიარეს. თამთა მეგრელიშვილმა და სანდრო ბუნტურმა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონში დანერგილ პროდუქტებზე ისაუბრეს.

სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა Soft Motion-ის ყველაზე მსხვილმა პარტნიორმა და საქართველოში SAP-ის სისტემების პირველმა მომხმარებელმა „თეგეტა ჰოლდინგმაც“. ღონოსძიების ბოლოს „თეგეტას“, Soft Motion-სა და SAP-ს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: SAP-ის პროდუქტები 2008 წლიდან დაინერგა თეგეტაში და ჰოლდინგში შემავალი თითქმის ყველა კომპანია უკვე მუშაობს სისტემაში. სამომავლოდ ვგეგმავთ ყველა მათგანის SAP-ის განახლებულ ვერსიაზე გადაყვანას. ჩვენს მაგალითზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ SAP-ის პროდუქტები ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით ბიზნესპროცესების ინფორმაცია ერთ პლატფორმაზე გროვდება და მუშავდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის უადვილებს კომპანიებს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. შედეგად ბიზნესს შეუძლია დააჩქაროს პროცესები, გაზარდოს პროდუქტიულობა - შესაბამისად, მიიღოს მეტი სარგებელიც“.

SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში Soft Motion 2021 წლის იანვარში ჩამოყალიბდა და მის დამფუძნებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი: „SAP არ სთავაზობს კომპანიებს სტანდარტულად პრობლემის გადაწყვეტას ან უბრალოდ რაღაც სოფტს. SAP სთავაზობს მათ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ საუკეთესო გამოცდილებებს და ასეულობით კომპანიის საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებიც სტანდარტიზებული აქვს  თავის სისტემებში. ის ბიზნესს ეხმარება პროცესების დალაგებაში, სიტუაციების სწორად დანახვაში და პრობლემების გამოსწორების უკეთესი  გზების განსაზღვრაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს დავანახოთ SAP-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები. მეტიც, გვინდა ვაჩვენოთ მათ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია მოვსინჯოთ SAP-ის სერვისები და მივხვდეთ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას“.

SAP Discovery Day-ის ღონისძიებას ბიზნესსექტორის 150-ამდე წარმომადგენელი დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კიდევ უფრო ახლოს გასცნობოდნენ SAP-ის პროდუქტებს და მომავალში პროცესების ტექნოლოგიური გამარტივებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები