1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

JCB-ს ჰიდროგენული ძრავა და ინოვაციები, რომლებიც საწვავის მომავალს შეცვლის

 

სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია, JCB, ულტრაეფექტური წყალბადის ძრავის შესაქმნელად განაგრძობს მუშაობას. მასშტაბურ პროექტში, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი სიტყვა უნდა თქვას, უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 100 მილიონი ფუნტის ინვესტიციაა ჩადებული.  

უკვე წელიწადზე მეტია, რაც 100-ზე მეტი ინჟინერი პროექტის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ შედეგები ხელშესახებია, რადგან JCB-მ უკვე ორმოცდაათამდე წყალბადის წვის ძრავა გამოუშვა. 

იმისთვის, რომ სრულიად გადაემუშავებინათ წვის პროცესი და გადასულიყვნენ წყალბადზე, ინჟინერ-ტექნოლოგების გუნდის წევრები საწყის წერტილებს დაუბრუნდნენ და პროცესი ხელახლა შეისწავლეს. შედეგად კი JCB-ს ისტორიაში ადგილი დაუმკვიდრეს, როგორც პირველ სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას, რომელმაც სრულად ფუნქციონალური წყალბადის შიდა წვისძრავა შეიმუშავა.

 

წყალბადი, როგორც მწვანე მომავლის შენების მნიშვნელოვანი კომპონენტი და გზა ნულოვან გამონაბოლქვამდე

JCB უკვე 75 წელია ამ პროექტის განხორციელებას ცდილობს. მისი მიზანი სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის წარმოებაში ნახშირბადის ნულოვანი ემისიაა. სწორედ ამიტომ მუშაობს ბრენდი საწარმო წყალბადის შიდა წვის ძრავებზე.

როგორც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლორდ ბემფორდი ამბობს, JCB-ს ოცნება, შეექმნა დიზელის ძრავები, 2004 წელსახდა და მას შემდეგ საწარმო მუდმივად აუმჯობესებს პროდუქტს – ქმნის მაქსიმალურად ეკონომიურ ძრავებს, რაც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს.

წყალბადის საწვავის პირველი გასამართი სადგური და ჯილდო

2023 წელს JCB-მ მსოფლიოში პირველი წყალბადის საწვავის გასამართი სადგური წარადგინა. თუმცა ესყველაფერი არ არის – მან ბრიტანული სამეფო საავტომობილო კლუბის Dewar Trophy-ს ჯილდოც მოიპოვა, რომელიც  ბრიტანულ საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ პრიზად მიიჩნევა.

Conexpo 2023 - JCB Hydrogen Technology-ს საერთაშორისო დებიუტი

გამოფენაზე Conexpo 2023, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა, JCB თავისი უნიკალური პროდუქტით წარდგა. გარდა წყალბადის შიდა წვის ძრავისა, საწარმომ აკუმულატორზე მომუშავე მინი-ექსკავატორიც შეიმუშავა. 

ლორდ ბემფორდი, კომპანია JCB-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე:  JCB-ს საინჟინრო ჯგუფმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მოკლე დროში. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც შეიმუშავა სრულად მოქმედი, წყალბადზე მომუშავე შიდა წვის ძრავა და მოხარული ვარ, რომ ახლა შეგვიძლია საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ ეს ტექნოლოგია“.

აღსანიშნავია, რომ თავად ლორდ ბემფორდი JCB-ს წყალბადის ტექნოლოგიის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობს.

JCB წლების განმავლობაში ცდილობდა ემისიების შემცირებას. ჯერ კიდევ 1999 წელს პირველ წარმატებას მიაღწია, როდესაც მისმა დიზელის ძრავამ NOx ემისიები 97%-ით შეამცირა. ეს ძრავები დღესაც 50%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე 2010 წელს წარმოებული ზოგიერთი მანქანა. 

--

JCB ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ლიდერი ბრენდია, რომელსაც წარმოების 75-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე 22 ქარხანას ფლობს. 750-ზე მეტი დილერით JCB 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. საქართველოში ბრიტანულ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment-ი წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიამომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები