0 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე იოსებ აბრძამიძემ ცოტახნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა, პატიმრობას ითხოვდა.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო. პროკურორი ოთარ სამუნაშვილმა სიტყვის გამოსვლის განმარტა, რომ არსებობს საფრთხე, ბრალდებულმა საქმის მოწმეებზე ზეგავლენა მოხდინოს და მიმალვა სცადოს.

სხდომა მედიისთბის დახურული იყო, მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს ბრალდებულის ოჯახის წევრებმა.

27 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები