შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
საერთაშორისო ბრენდი Zeekr-ი, რომელიც პრემიუმ კლასის ელექტრომობილებს აწარმოებს, უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო სააქციო კომპანია. მისი აქციები, სახელწოდებით "ZK", ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე უკვე ოფიციალურად ივაჭრება.
Zeekr-ი, როგორც საჯარო სააქციო კომპანია, გეგმავს,მუდმივად გააუმჯობესოს შიდა კონტროლი, კორპორაციული მმართველობა და შესაბამისობა გლობალურ ნორმატიულ მოთხოვნებთან.
ენდი ანი, Zeekr Technology-ს აღმასრულებელიდირექტორი და Geely Holding-ის პრეზიდენტი:„Zeekr-ის შესვლა მსოფლიოს ყველაზე აქტიურ, დინამიკურ და გავლენიან კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვანი ფურცელია ჩვენი კომპანიისთვის გლობალური მასშტაბით. დღეს Zeekr ხდება ჭეშმარიტად გლობალური საწარმო, რომელიც მზად არის, სწრაფად გაფართოვდესდა დააკმაყოფილოს მთელ მსოფლიოში ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა“.
Zeekr-ის შესახებ
Zeekr-ი Geely Holding Group-ში შემავალი გლობალური ბრენდია, რომელიც პრემიუმ კლასის მაღალტექნოლოგიურ ელექტრომობილებს აწარმოებს. Zeekr-მა ავტომობილების წარმოება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ უკვე 240,000-ზე მეტი მანქანის რეალიზაცია შეძლო, მათ შორის Zeekr 001, Zeekr 001 FR, Zeekr 009 MPV და Zeekr X.
კომპანია Zeekr-ი მოწოდებულია, შექმნას სრულად ინტეგრირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემა ინოვაციების გამოყენებით, რომელიც საბოლოოდ კომპანიის სახელმძღვანელო სტანდარტად გარდაიქმნება. ბრენდი იყენებს SEA (Sustainable Experience Architecture) მოდულური ელექტრო ავტომობილის პლატფორმას, რომელიც შექმნილია Geely Automobile Holdings-ის მიერ, გარდა ამისა ფლობს აკუმულატორების წარმოების საკუთარ ტექნოლოგიებს, აკუმულატორების მართვის სისტემებს, ელექტროძრავის ტექნოლოგიებსა და ელექტრომობილების მიწოდების უწყვეტ ჯაჭვს. Zeekr-ის ღირებულებებია თანასწორობა, მრავალფეროვნება და მდგრადობა.
Zeekr-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები განლაგებულია შვედეთში, კერძოდ გოტებურგში, ხოლო ჩინეთში - შანხაისა და ნინგბოში. ბრენდი ამაყობს თავისი უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მსოფლიო დონის გამოცდილებით. გოტებურგსა და შანხაიში დაფუძნებულ Zeekr-ის გლობალური დიზაინის განყოფილებაში (Zeekr Global Design) მუშაობს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი.
კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გეგმავს ავტომობილების რეალიზაციას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ელექტრომობილებზე სწრაფად მზარდი გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბრენდს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმა აქვს.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები