0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

,,მძარცველი პოლიციელს თავს დაესხა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა" - შსს-ს განცხადება

შსს-ს ინფორმაციით, ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი პოლიციელს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც სამართალდამცველმა გაისროლა და მძარცველი დაიჭრა, მოგვიანებით კი დაიღუპა.

"მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს. 

პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები