რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
ასეთი ინფორმაციები მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთება არ არსებობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, როდესაც BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მოხსენიებული.
ბეჟაშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო პროპაგანდას სურს ამ თემით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს, როგორიც არის მოსამართლეთა სანქცირება, რიკოთზე არსებული პრობლემა და კენიაში ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებული სკანდალი.
„ფაქტი არის, რომ ეს ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არავითარი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის, არც ევროპელი სამართალდამცავი ორგანოებისგან. ამიტომ ეჭვი მაქვს და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება, რომელიც "ქართული ოცნების" პირდაპირი ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და კიდევ სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის, სანქცირების და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ პროპაგანდად,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.
კითხვაზე, როცა სამთავრობო მედიაზე საუბრობს, ასეთად „ბიბისის“ მოიხსენიებს თუ არა, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ არა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მსგავს ინფორმაციას პროპაგანდა რა მიზნით იყენებს, ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს.
„ასეთი ინფორმაციები უკვე, მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთება არ არსებობს. პროპაგანდა რა მიზნისთვის იყენებს, ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ივნისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები