1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს

 

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ დროისთვის გამოვლინდება.

ჩემპიონატში, სადაც ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ისე გუნდები, უმნიშვნელოვანესია სისწრაფე, ხარისხი და გამძლეობა. წარმატების მიღწევაში დიდი როლი აქვთ პარტნიორ პრემიუმ ბრენდებსაც. ფორმულა 1-ის ასპარეზობის 10 მონაწილე გუნდიდან 7 „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში არსებულ პრემიუმ ხარისხის ზეთებს იყენებს, ესენია: Red Bull Racing, Haas F1 Team და Aston Martin - Mobil 1,  Ferrari - Shell, Mercedes და Alfa Romeo – Petronas, AlphaTauri - Exxon Mobil oil.

Mobil 1-ს, Shell-სა და Petronas-ს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვთ და მსოფლიო ბაზარზე პირველები არიან. „თეგეტა მოტორსიც“ წლებია, ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.

 

 

Shell – უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია, რომელიც ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება. 2005 წლიდან ამ ბრენდის ექსკლუზიური დილერი კავკასიის რეგიონში „თეგეტა მოტორსია“.

Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც ის იყენებს და რეკომენდაციას უწევს, სწორედ Shell Helix Ultra გახლავთ, რომელიც GTL ტექნოლოგიით არის დამზადებული. აღსანიშნავია, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, საწვავის მწარმოებელიცაა. მის საწვავს, Shell V-Power-ს, ისეთი ბრენდები მოიხმარენ, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.

 

 

Exxon Mobil oil და Mobil -  MOBIL ნავთობისა და გაზის საერთაშორისო გიგანტის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ExxonMobil-ის ბრენდია. „თეგეტა მოტორსი“ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი 2019 წელს გახდა.

კომპანია ავითარებს და იყენებს მომავლის ტექნოლოგიებს, რაც მის პორტფელში შემავალი პროდუქტების კონკურენტულ უპირატესობას ქმნის.

30 წელზე მეტია, Mobil 1 ფორმულა 1-ის საკულტო ბრენდია და ეს პარტნიორობა Red Bull-ის გუნდს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს ExxonMobil-ის მსოფლიო დონის გამოცდილება.

 

 

Petronas – ამ ბრენდის ზეთებს ფორმულა 1-ის ჩემპიონატზე „მერსედესისა“ და „ალფა რომეოს“ გუნდები იყენებენ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Petronas სეტანტაზე F1-ის ტრანსლაციის ოფიციალური წარმდგენია.

Petronas წამყვანი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან მისი ოფიციალური წარმომადგენელია.

Petronas-ის მსუბუქი ავტომობილების პრემიუმ ხაზის ზეთები, Syntium, იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. Syntium ასეთი მაღალი ეფექტიანობით არა მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს, არამედ მსუბუქ ავტომობილებსაც უზრუნველყოფს.

ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas Syntium-ის მომხმარებელია. ავტომრბოლელი თავის სარბოლო Mercedes-ის ძრავის ავტომობილში სწორედ Syntium-ის ზეთს იყენებს, რაც მის ისედაც ძლიერ ავტომობილს, დამატებით, გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობებს სძენს. 

 

 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ F1-ის ასპარეზობის წამყვანი გუნდები Brembo-ს ხუნდებს იყენებენ, რომელთა შეძენაც ასევე „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი. კომპანია 2019 წლიდან Brembo-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.

1975 წლიდან დღემდე Brembo-ს ანგარიშზეა 60-ამდე მოგებული ჩემპიონატი. მის პიონერულ სამუხრუჭე სისტემებს იყენებდნენ მსოფლიოს უსწრაფესი და ყველაზე ცნობილი ერთადგილიანი სარბოლო მანქანები Ferrari-დან McLaren-Honda-ამდე. იმ მძღოლებმა, რომლებმაც Brembo-სთან ერთად ირბინეს, ჩამოაყალიბეს ფორმულა 1-ის ისტორია, მათ შორის არიან მაიკლ შუმახერი, აირტონ სენა და ნიკი ლაუდა.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები