2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Space International გლობალურ ტექ საკონსულატაციო კომპანიას - Thoughtworks დაუპარტნიორდა

 

თიბისი ჯგუფის შვილობილი Space International გლობალურ ტექ საკონსულატაციო კომპანიას - Thoughtworks დაუპარტნიორდა. ეს Thoughtworks -ის პირველი პროექტია კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. პარტნიორობის ფარგლებში Thoughtworks პირველ ქართულ საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოილოგიურ კომპანიას - Space International-ს ტექ ტრანსფორმაციაში, განახლებული საინჟინრო კულტურის დანერგვასა და ტექნიკური არქიტექტურის გაძლიერებაში დაეხმარება. 

 

Space International  რეკორდულად გაიზარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რამაც აუცილებელი გახადა პლატფორმის ტექნიკური დახვეწა და გაძლიერება. საქართველოში წარმატებული სტარტის შემდეგ, Space უზბეკეთში - თიბისი უზბეკეთის ბრენდით დაიწყო ოპერირება და დღეს 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. პარტნიორობის მთავარი ამოცანა  Space International-ს გუნდთან ერთად ტექ stack-ის მოდერნიზაცია, სამუშაო პროცესებში ახალი მიდგომების დანერგვა და უახლესი ხელსაწყოებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება იქნება და ხელს შეუწყობს Space International-ის გაზრდას და ტექნოლოგიურ განვითარებას.

 

Thoughtworks-ის და Space International-ის პარტნიორობა ინტენსიური შერჩევის და შეთახმების პროცესი იყო, რადგან ორივე მხარისთვის ეს სტრატეგიული ნაბიჯი აღმოჩნდა - Space International-ისთვის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა, ხოლო გლობალური ტექ საკონსულტაციო კომპანიისთვის პირველი პროექტი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. 

 

“Thoughtworks 25 წელზე მეტია, 18 სხვადასხვა ქვეყანაშია და გლობალურ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპანიებს ემსახურება - მათი მთავარი ღირებულება მოქნილობაა. რეალური პრობლემების აღმოჩენა, პრაქტიკული გადაწყვეტების დანერგვა და გუნდის ყველა საჭირო უნარით და ხელსაწყოთი შეიარაღება მთავარი კრიტერიუმი იყო ჩვენთვის, იმისთვის რომ პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ ინოვაციური განვითარება და სწრაფი ზრდა. გვეამაყება, რომ thoughtworks-მა Space International შეარჩია რეგიონში პირველ პარტნიორად” - ნიკა ქურდიანი, Space International-ის გენერალური დირექტორი.

 

“Space International-ისთვის thoughtworks-ის მსგავს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მუშაობა გარდამტეხი მომენტია, ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მქონილი ტექნიკური გარემოს შექმნაში, ხოლო ჩვენს გუნდს შესაძლებლობას მისცემს ისწავლონ და გამოცდილება გაიზიარონ Thoughtworks-ის მსოფლიო კლასის პროფესიონალებისგან”- ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი, Space International-ს მოდერნიზაციის პროექტის ხელმძღვანელი.

 

”ჩვენ, Thoughtworks-ს, გვიხარია Space International-თან პარტნიორობა, რადგან მათ აქვთ ერთიანი, ჰოლისტიკური მიდგომა აპლიკაციის, არქიტექტურის და საინჟინრო კულტურის ტრანსოფრმაციის მიმართ - ეს კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მოქნილები გახდნენ, განვითარდნენ და აჰყვნენ მოხმრებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს და გაამართლონ მათი მოლოდინები” - ამბობს Frank Pototzki, Thougtworks-ის სტარტეგიული ბიზნეს განვითარების დირექტორი. 

 

Space International თიბისი ჯგუფის პირველი საერთაშორისო ქართული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა და მალევე, ქვეყნის საზღვრებს გასცდა. დღეს მის ბაზაზე აწყობილი კომპანიები საქართველოში და უზბეკეთში (TBC UZ) ოპერირებს. ჯამურად, კომპანიას 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ამათგან ორი მილიონზე მეტი - უზბეკეთში

 

უზბეკეთის ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, კომპანია მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ, თანამედროვე და გამჭვირვალე სერვისს სთავაზობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ,  საბანკო გამოცდილებას. Space International  თიბისი ჯგუფს შესაძლებლობას აძლევეს საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს ის მსოფლიო კლასის საბანკო გამოცდილება, რასაც საქართველოში 30 წელია ქმნის. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები