2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის თიბისი BARTA 2022-ის გამარჯვებული გახდა

თიბისიმ BARTA-ს ჯილდო საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის მიიღო მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში. წელს საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების (BARTA) რიგით მეოთხე ცერემონია გამიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას ახორციელებენ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობები საქართველოში.  პროექტი შეიქმნა 2019 წელს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით.

“გამჭვირვალე და ხარისხიანი ანგარიშგება კომპანიების სანდოობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც პოტენციური საერთაშორისო ინვესტორები ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის სანდოობას და გამჭვირვალობას, როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ისე ჩვენი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინვესტორებისთვის. მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის” - განაცხადა თიბისის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი მეგრელიშვილმა.

BARTA -ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა. ყოველწლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. გამარჯვებულებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ტარდება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდი, რეპუტაცია, მდგრადი განვითარება, „ნოუ-ჰაუ" და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები