1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბჭოთა სიმბოლიკის არგამოყენება - მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ვაკის პარკში იმყოფება

მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრები ვაკის პარკში იმყოფებიან. ისინი სამართალდამცველების პარალელურად გააკონტროლებენ, რომ იქ მისულებმა არ გამოიყენონ საბჭოთა სიმბოლიკები რაც კანონდარღვევაა.

მსგავსი ფაქტების გამოვლენის შესახებ ისინი პოლიციას აცნობებენ. 
მოძრაობაში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ პრორუსული ორგანიზაციების მსვლელობის პარალელურად კონტრაქციის გამართვას.

„ჩვენ არ ვერჩით ამ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ საბჭოთა სიმბოლიკა დროშებზე, არ აქვთ გეორგიევსკის ბაფთები, ისინი მიდიან მეორე მსოფლიო ომში დაცემული წინაპრების პორტრეტებით. მივადევნებთ თვალყურს, რომ არ გამოჩდნენ რუსი ბაიკერები და ის ადამიანები, რომლებიც მკვეთრად პრორუსული განწყობით გამოირჩევიან, პოლიტიკოსები, რომლებიც დემონსტრაციულად გვიფრიალებენ გეორგიევსკის ბაფთებს“- აცხადებს „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები