1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქართველი დიდგვაროვნების შთამომავალი, ახალგაზრდა პოეტი

ჩამოტვირთვა

ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. თითქმის 10 წელია რაც წერს, ლექსებით გამოხატავს თავის გრძნობებს და როგორც ამბობენ, ეს კარგად გამოსდის. გურამ იგივე გურო ბარათაშვილსა და მის შემოქმედებას ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს, თუმცა ყველა ვინც გუროს პოეზიის საღამოს თუნდაც ერთხელ დასწრებია, ერთხმად აღიარებს, რომ მისი წერის ოდნავ უჩვეულო და საინტერესო მანერა გონებაში სამუდამოდ ებეჭდება. პოეზია მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და ლექსების გარეშე არსებობა ვერც კი წარმოუდგენია, მეგობრობს თანამედროვე ქართველ პოეტებთან, მონაწილეობს პოეზიის სხვადასხვა კონკურსებში, მოკლედ რომ ვთქვათ, პოეტის ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ მისი სამომავლო გეგმების ცენტრი პოეზია სულაც არ გახლავთ. თავს რეჟისორის ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობს. თეატრის სიყვარული 3 წლის წინ გამოავლინა და პირველი სპექტაკლიც დადგა, პირველს მეორე მოყვა და თეატრი გუროს მთავარ გატაცებად იქცა. უახლოეს მომავალში, მაყურებელს რიგით მეოთხე სპეკტაკლსაც წარუდგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი სპეკტაკლებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებაში იხარჯება და ენთუზიაზმით აღსავსე ბარათაშვილს ფინანსური ინტერესი ჯერაც არ გასჩენია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ახალგაზრდა პოეტისა და რეჟისორის მიმართ საზოგადოების ყურადღებას ხშირად არა მისი ნიჭი არამედ გვარი იწვევს. გურო ქვემო ქართლის მთავრების პირდაპირი შთამომავალია და როგორც თავად ხუმრობს, რომ არა კომუნისტები, ახლა ქართლის უფლისწული იქნებოდა. ბარათაშვილისა და თანაც პოეტის გაცნობისას, შეუძლებელია ბარათაშვილების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ქართული რომანტიზმის მეფედ წოდებული, ნიკოლოზ ბარათაშვილი არ გაგახსენდეთ. ბარათაშვილზე გურო მოწიწებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის პოეზიასთან პაექრობას ოცნებაშიც კი არასოდეს იკადრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები