0 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი და ევექსი თანამშრომლობას აგრძელებენ

 

დღეს, ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა და სიახლეებიც დააანონსა.  მემორანდუმის ფარგლებში, გრძელდება პროექტი, რომლითაც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსის 34 კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური პირობებით სარგებლობენ.  

 

განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში, ასაკით პენსიონერი, ყველა ის ადამიანი, რომელიც  სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი გახდება,  ლიბერთის სოციალურ ბარათთან ერთად საჩუქრად  ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს  და  ევექსის ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული  3 სახის  სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ევექსის სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.

 

 "დღეს, ევექსის ქსელს კიდევ ერთი ახალი პოლიკლინიკა შეემატა საბურთალოს რაიონში და პარალელურად, ლიბერთისთან ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი განახლდა. რომლის ფარგლებშიც, ახლად დარეგისტრირებული ასაკით პენსიონერები, სულ მალე  ევექსისგან საჩუქრად 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.  მოხარული ვართ, რომ ორი კომპანიის კოლაბორაციით ვაგრძელებთ პროექტს და სოციალური ბარათით მოსარგებლე ადამიანები  ევექსის ქსელში შეძლებენ  ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობას“-  გიორგი გორდაძე, ევექსის დირექტორი.

„ლიბერთის  სტრატეგიის ფარგლებში, ვაგრძელებთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ევექსი კლინიკებთან, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ. ერთობლივი სოციალური პროექტი 2020 წელს დავიწყეთ და ათასობით ადამიანს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მივეცით. მოხარული ვართ, რომ  დღეიდან, განახლებული მემორანდუმით,  ერთობლივად  შევძლებთ უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და  მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.

 

პროექტის შესახებ:

ლიბერთისა და ევექსის ერთობლივი პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და ახალ შეთავაზებებს.

 

პროექტის დასაწყისში, ფასდაკლების პირობებით მხოლოდ სოციალური ბარათის მფლობელები სარგებლობდნენ, რომლებიც სოციალური ბარათით ანგარიშწორების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე, მნიშვნელოვან ფასდაკლებებს იღებდნენშემდგომ ეტაპზე, პროექტში ლიბერთის სახელფასე ბარათებით მოსარგებლე  პედაგოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთნენ და მათ ევექსმა, გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზემნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზა.    

 

დღეისათვისევექსის ყველა კლინიკაში, ლიბერთისთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო პენსიის ბენეფიციართათვისკვლავ ძალაში რჩება არსებული ფასდაკლების სქემა როგორც ამბულატორიულასევე სტომატოლოგიურ (ნიუ დენტი) სერვისებზე.  

განსაკუთრებული ფასდაკლებები ვრცელდება შემდეგ სამედიცინო სერვისებზე:

·         

·        - 30% სპეციალისტის კონსულტაციაზე

·        - 20% ექოსკოპიურ კვლევებზე

·        - 30% ლაბორატორიულ კვლევებზე

·        - 50% კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე

 

·        უფასო სტომატოლოგის კონსულტაცია

·        - 50% ქირურგიაზე და წმენდაზე

·        - 40% იმპლანტაციაზე

·        - 30% თერაპიაზე

·        - 10%-30% ორთოპედიაზე (პროთეზირება) და ორთოდონტიაზე (ბრეკეტები)

 

 

·      დეტალები იხილეთ :

 

 https://libertybank.ge/ka/chven-shesakheb/kompaniis-shesakheb/sotsialuri-baratis-benefitebi/evexi

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები