0 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, ბათუმში კრაფტ ლუდის სივრცე „9 მთა“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში, პირველი კრაფტ ლუდის სივრცე, "9 მთა" გაიხსნა, სადაც ლუდის მოყვარულებს ათობით არომატის ლუდისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

ქართული კრაფტ ლუდი "9 მთა"-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. "9 მთა" სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ამ ლუდების რეცეპტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო პირველმა ნორვეგიელმა კრაფტ ლუდის მხარშველმა ჯიკიუნ კჟეტილმა. ბრენდის მიზანია, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბება. ამავდროულად, ადგილზე შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი ლუდსახარშების: Mikkeller,BrewDog, Omnipollo ნაწარმის დაგემოვნება. წარმოდგენილი კერძების ფილოსოფია კი, ქართულ და მსოფლიო სამზარეულოებში მოგზაურობას ეფუძნება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხარებელს კიდევ ერთ, ახალ ლოკაციაზე - ბათუმში ვუმასპინძლებთ. გვინდოდა პროექტი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაგვეხსნა, რაც თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მარტივად მოვახერხეთ. საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად ლიზინგი ყველაზე მოქნილი მეთოდი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, ახლა უკვე  მემედ აბაშიძის 42ა-ში ველით ნამდვილი კრაფტ ლუდის მოყვარულ სტუმრებს,“- მარიამ მშვილდაძე, გენერალური მენეჯერი.

„თიბისი ლიზინგისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. HORECA სექტორის განსაკუთრებული მოთხოვნა სამზარეულო დანადგარებსა და ტექნიკაზე ფიქსირდება, რასაც ძალიან მოკლე დროში, მარტივი დაფინანსებით ვპასუხობთ და ვუთავისუფლებთ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსს. „9 მთა“ უკვე წლებია, რაც მომხმარებლის სიყვარულით სარგებლობს და მიგვაჩნია, რომ ბათუმის ფილიალის გახსნით ის კიდევ უფრო მეტ ერთგულ სტუმარს შეიძენს,“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები