თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
თიბისი ლიზინგი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. ამ მიზნით კომპანიის სანდო პარტნიორისგან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 3 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, საიდანაც რესურსის სულ მცირე 70 პროცენტი მიმართული იქნება მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დასაფინანსებლად. რაც, თავის მხრივ ორგანიზაციას მისცემს შესაძლებლობას ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს მწვანე საქმიანობის გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.
აღნიშნული პროგრამა - EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი - მოიცავს საგრანტო კომპონენტს რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
პროგრამის სარგებელი გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესი მიიღებს წამახალისებელ გრანტს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. პროექტის სრულად განხორციელების და ვერფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილი იქნება გრანტის სახით უკან დაიბრუნოს ლიზინგის თანხის 15%მდე ოდენობის თანხა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. ლიზინგის ფორმით, მათ შევთავაზოთ დაფინანსების ალტერნატიული გზა, რომელიც გაუმარტივებთ საქმიანობას და დაფინანსების მიღებასთან ერთად, ასევე საშუალებას მისცემთ ორიენტირებული იყვნენ მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე და ამ გზით დამატებითი სარგებლის სახით მიიღონ შესაბამისი გრანტი.
მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგსა და EBRD-ს შორის კიდევ ერთხელ შედგა წარმატებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც შევუერთდით EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნიან, თუმცა, მათ ხშირად ექმნებათ ისეთი დაბრკოლებები, როგორებიცაა: ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, კანონმდებლობრივი შეზღუდვები და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული სირთულეები.
ჩვენი, როგორც საქართველოში მოწინავე სალიზინგო კომპანიის როლი, სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობასა და უფრო მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნაში მდგომარეობს. აღნიშნული მისცემს საშუალებას ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის ისარგებლონ ალტერნატიული დაფინანსების ხელმისაწვდომობით. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით, ეს პროგრამა მხარს უჭერს ჩვენს მისიას და, რაც მთავარია, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე,“ - თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები