2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება

ჩამოტვირთვა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა) საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.  წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამის შესახებ უკრიანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2017 წლის 5 დეკემებრს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად, 256-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, კიევში საცხოვრებელ მისამართზე დააკავეს სააკაშვილი. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის ტანდასწრებით დააკავეს. დაგეგმილია გამომძიებლების მეირ მისი დაკითხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული მუხლი 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.

სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების მიზეზი სააკაშვილის აქციების უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიკტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოს მიერ დაფინანსება გახდა. კურჩენკო აშშ-ს, ევროკავშირსა და კანადას “შავ სიაში” ჰყავთ შეყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები