2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰელოუინის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

შემოდგომის მეორე თვე იწურება და, შესაბამისად,ტემპერატურაც ნელ-ნელა იკლებს. სეზონური ცვლილებები ჩვენი ავტომობილის სხვადასხვა დეტალზეც აისახება. უსიამოვნო მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ,ამინდის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილი დროულად შევამოწმოთ. 

ავტომობილის ზამთრისთვის მომზადებას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები ჰელოუინის შეთავაზებებით  იწყებენ. 

ცივი ამინდების დადგომამდე მნიშვნელოვანია ავტომობილის დიაგნოსტირება და ყურადღების გამახვილება ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა: საბურავები, აკუმულატორი, ზეთის დონე ძრავაში და სათადარიგო ნაწილები. სწორედ ამ პროდუქტებზე ვრცელდება 40%-იანი ქეშბექი. ჰელუინის შეთავაზებებით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში 27-იდან 31 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

. 40%-იანი ქეშბექი უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე 

ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ყველაზე მეტად აკუმულატორზე მოქმედებს. დროთა განმავლობაში აკუმულატორის სამუშაო რესურსი მცირდება და ნებისმიერი ტემპერატურული ცვლილება უარყოფითად აისახება მასზე. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი გაიზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში Varta-სა და Exide-ის უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს. 

. 40%-იანი ქეშბექი საბურავებზე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურ ცვლილებას საჭიროებს, საბურავია. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი. უმაღლესი ხარისხის ბრენდების: MICHELIN-ის, BRIDGESTONE-ის, PIRELLI-ს, CONTINENTAL-სა და YOKOHAMA-ს ნებისმიერ საბურავზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექიმოქმედებს.

40%-იანი ქეშბექი პრემიუმ ხარისხის ზეთებზე

ძრავის ზეთის შეცვლა მხოლოდ სეზონების ცვლილებასთან არ არის დაკავშირებული. ის ძრავის შიდა დეტალებს იცავს ცვეთისა და კოროზიისგან. აუცილებელია, რომ დავიცვათ ავტომწარმოებლების მიერ მოცემული რეკომენდაციები და შესაბამისი მანძილის გავლის შემდეგ შევცვალოთ ძრავის ზეთი და ფილტრი. თუკი რეკომენდაციის შესაბამისად ჩავანაცვლებთ რესურსამოწურულს ახალი და ხარისხიანი ზეთით, ავტომობილის ძრავას ამით მაქსიმალურად გავუხანგრძლივებთ სამუშაო რესურსს. ბრენდების: SHELL-ის, MOTUL-ის, MOBIL-ის, PETRONAS-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე და ასევე Hengst-ისა და Mann-filter-ის ფილტრებზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექიმოქმედებს.

40%-იანი ქეშბექი ავტონაწილებზე 

აღნიშნული ბრენდები აერთიანებს სავალი ნაწილის დეტალებს, სენსორებს, ნათურებს, მინამწმენდებსადა კიდევ მრავალ დეტალს, რაც საჭიროა ავტომობილის გასამართად. ბრენდების: ATE-ის, BOSCH-ის, SACHS-ის, LEMFORDER-ის, PHILLIPS-ის ავტომობილის ნაწილებზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს თეგეტას ონლაინ მაღაზიაშიც. პრემიუმ ბრენდების პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად 30%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.  

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები