0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ისთერნ ფრომოუშენსი შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 28-30 ივლისს, ბათუმში რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორები, ფესტივალის სტუმრებს, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

წელს ის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ 34).

ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს შემდეგი შემსრულებლები გამართავენ:

28 ივლისი |ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS) და სოულ თრეინი (SOUL TRAIN).

29 ივლისი | მარკუს მილერი  (MARCUS MILLER European Tour 2023).

30 ივლისი | ბრუკლინ ფანკ ესენშელს  (BROOKLYN FUNK ESSENTIALS).

ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს.

სპონსორები: თიბისი კონცეპტი, ვიზა, მაზდა.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერიაა.

პარტნიორები: „სთეიჯ 17“ და „ივერია ბიჩი“. წლევანდელ ჯაზ ფესტივალს რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უმასპინძლებს.

მედია მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, ონლაინ გამოცემა - ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო - ალმა არიან.

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა  www.tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები