2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ილია ჯიშკარიანი დაზარალებულია და გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ" - მარიამ კუბლაშვილი

ილია ჯიშკარიანი დაზარალებულია და გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ - ამის შესახებ განცხადება, საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა საქართველოს პირველ არხს საუბრისას გააკეთა. კუბლაშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა თავად თამთა თოდაძის ჩვენებისა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელზეც სავარაუდოდ დღეს ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ, დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ საერთოდ შეწყდეს აღნიშნული საქმე, რადგან ბრალდება უსაფუძვლოა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალი. ის გაეცნო დადგენილებას ბრალდების შესახებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება, ცალსახად უარყოფს წარდგენილ ბრალს. მტკიცებულებები, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ქმნის, არ არის მტკიცებულებები, არამედ არის ერთი მტკიცებულება. ეს არის თავად თამთა თოდაძის ჩვენება. აბსურდია ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა, რასაც მე ვაანონსებდი და ვიცოდი, რომ მისი მდგომარეობიდან, სტატუსიდან და საზოგადოებიდან გამომდინარე, აგრესიის და საზოგადოების პროტესტის გამოთქმის გამო, სახელისუფლებო გუნდმა, პროკურატურამ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარედგინათ ბრალი, რითაც განმუხტეს ეს პროტესტი, მოიპოვეს პოლიტიკური დივიდენდები, საზოგადოების მხარდაჭერა.

თუმცა, ამ შემთხვევაში, პირდაპირი დაზარალებული გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ჩვენს გუნდს მოპოვებული აქვს მტკიცებულება, რომელსაც აუცილებლად წარვადგენთ დადგენილ ვადაში და დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ საერთოდ შეწყდეს აღნიშნული საქმე, რადგან ბრალი არის უსაფუძვლო“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები