1 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას სუს–ი ეხმაურება

ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით,არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 მოცემულ მომენტში,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან,კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით,ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა,რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს." ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები