1 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველებმა საბავშვო მხატვრულ–ფანტასტიკური ფილმი გადაიღეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ისტორიის სახალისოდ შესწავლა – მარტივად ასე შეიძლება გადმოიცეს ის იდეა, რაც სტუდია „გრანპრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ჩაიფიქრა და ქართული, მხატვრულ–დოკუმენტურ–ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ასახა. რეჟისორი პაატა ნებიერიძე „აიტივისთან“ საუბარში ამბობს, რომ მოკლემეტრაჟიან ფილმთა გადაღება აქვს გადაწყვეტილი. საქართველოს ისტორიის საბავშვო ფილმის გადაღება კი მცხეთიდან დაიწყო. ბავშვებმა თავისი ქვეყნის ისტორია წიგნში წაიკითხეს, ინატრეს, რომ ენახათ ის ძეგლი, რომელზეც ისტორია მოუთხრობდათ, მოულოდნელად ნატვრა აუსრულდათ და მცხეთაში აღმოჩნდნენ, იქ წვერიანი ბაბუ დახვდათ – მემატიანე, რომელმაც მცხეთის ყველა ძეგლი დაათვალიერებინა და თან მოუთხრო მათი ისტორია, ის, თუ როდის აშენდა, ვინ შექმნა და ა.შ. – ასეთია ფილმის შინაარსი. მემატიანის როლს ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს. მსახიობი ამბობს, რომ საბავშვო ფილმში გადაღებამ დიდი სიამოვნება მოუტანა. ფილმში ბავშვებს ოცნება უსრულდებათ, აღმოჩნდა, რომ სურათში მონაწილე პატარებსაც ასრულებიათ ოცნება. ყველა პატარა მსახიობი ბავშვი დებიუტანტია და თურმე თითოეული მათგანი ფილმში გადაღებაზე ოცნებობდა. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ისტორიას ამიერიდან უფრო დიდი სიყვარულით ისწავლიან. ახალი ქართული ფილმის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში კინოს სახლში შედგება, რის შემდეგაც მაყურებელი სურათს კინოთეატრებსა და, ტრადიციულად, ტელეეკრანებზე იხილავს. შემოქმედებით ჯგუფს კი ამგვარი ჟანრის ფილმების გადაღება საქართველოს ყველა ისტორიულ ძეგლზე აქვს გადაწყვეტილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები