1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადმოგვცეს ის - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვის გარანტია და გადასცეს უკრაინას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს" - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები